ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ქალაქ ჰელმთან (პოლონეთი) Miasto Chełm გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პოლონეთს მიმდინარე წლის ივნისის მიწურულს სტუმრობდა.
“ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკთან და აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში MPGK Chełm დაწესებულებები მოინახულა. მათ შორის: ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო სიმულაციის ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები” ვკითხულობთ ოზურგეთის საკრებულოს ოფიციალურ ინფორმაციაში.
საინტერესოა, რომ პოლონეთში წასვლამდე ოზურგეთის დელეგაციამ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივ სუპერმარკეტში 54 ლარის ტყლაპი, 75 ლარის ჩურჩხელა, ნიგვზითა და თხილით, 80 გრამი ჩაი, რამდენიმე ბოთლი ღვინო და 16 ლარიანი მუყაოს ჩანთა შეიძინა.
იმის გამო, რომ საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ ფინანსებს გაუფრთხილდა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სპეციალური ხელშეკრულება ერთ ერთ ადგილობრივ მარკეტს გაუფორმა და ტყლაპისა და სხვა “სასუსნავების” ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარა.