რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა მოქალაქეობაზე უარი თქვა-“არ ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან”

 

რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა – ამის შესახებ ბიზნესმენმა ინსტაგრამზე დაწერა და გამოაქვეყნა 26 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლას.

მისი განმარტებით, არ სურს ასოცირდებოდეს „პუტინის ფაშიზმთან“. ოლეგ ტინკოვი იმედოვნებს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იტყვის უარს, იმუშაოს ფაშიზმზე და ისინიც უარს იტყვიან რუსეთის მოქალაქეობაზე.

“მე არ შემიძლია და არც ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი თავის მშვიდობიან მეზობელთან“,- თქვა ბიზნესმენმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა მილიარდერმა, ნიკოლაი სტორონსკიმ. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა იური მილნერმა, ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა მიიღეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share