2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთვარობის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10,000 $ ნიშნულს გადააჭარბებს და სულ მცირე 10,540 $ შეადგენს, ხოლო 2030 წლისთვის 15,000 $ მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.