დღეს ლივერპულში – “კვარა” და ოსიმენი ეცდებიან კლოპის ცუდი კვირა უფრო უარესი გახადონ

დღეს ლივერპულში გენიოს სპალეტის ხელში გიჟურად მოთამაშე ნაპოლი, ასევე გენიოს კლოპის დღეისათვის არაპროგნოზირებად “ლივერპულს” ეწვევა.

მატჩში ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი ირკვევა.

მასპინძლებს ნეაპოლელთა ლიდერობისგან ჩამოშორებისათვის 4 ბურთიანი მოგება სჭირდებათ.

თავის მხრივ “ნაპოლი” მოგების შემთხვევაში 21 – ე საუკუნეში პირველი იტალიური კლუბი ხდება ვისაც ლიგის ჯგუფურში ექვსივე თამაში ექნება მოგებული.

ლივერპულელები თამაშს დამწუხრებულები ხვდებიან – პრემიერლიგის ბოლო ტურში საკუთარ “ენფილდზე” აუტსაიდერ “ლიდსისთან” 1-2 მარცხისა და ბოლო წლებში მათთვის ლიგაში უხერხული  სტარტის გამო, ხოლო “ნაპოლი პირიქით – დიდებულ ხასიათზეა – გასულ ტურში “მარადონაზე” “სასუოლოს” ძლევით “ნეაპოლიტანელებმა” უკვდავი მარადონას დროინდელი რეკორდი – ზედიზედ 11 გამარჯვება – დაამხეს და აგრძელებელ ძლევამოსილ წინსვლას.

“მარადონას” ბინადართა წარმატების მთავარ სულისჩამდგმელად ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებენ და მასზე საერთაშორისო მედიაში ერთი მეორეზე მიყოლებით წერილები ვრცელდება.

გთავაზობთ ერთ ერთ მათგანს.

Sky Sport Italia-ს მიხედვით, იტალიურ ფეხბურთში ყველაზე შთამბეჭდავი დებიუტი ბოლო წლებში ხვიჩა კვარაცხელიას აქვს. მას ბევრად უკეთესი სტატისტიკა აქვს, ვიდრე კრიშტიანო რონალდოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ედინ ჯეკოს და სხვებს.

8 გოლი და 8 ასისტი სულ რაღაც 75 დღეში, დაუჯერებელია!
8 გოლი და 8 ასისტი სულ რაღაც 75 დღეში, დაუჯერებელია!

“დიდ ფეხბურთში კვარაცხელიას გავლენა დაუჯერებელია. გარდა იმისა, რასაც მისი თამაშის ყურებისას ვხედავთ, ხვიჩას სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს. ნაპოლიში დებიუტის შემდეგ ქართველს 8 გოლი და 8 საგოლე პასი დაუგროვდა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. ამისთვის მას 1 128 სათამაშო წუთი და მხოლოდ 75 დღე ეყო. “კვარას” ბევრად უკეთესი სტარტი აქვს, ვიდრე მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავებს. ნახეთ, ჩამონათვალი და ამაში თავად დარწმუნდებით”, – წერს პრესტიჟული საიტი. – “მოკლე დროში ყველას გული დაიპყრო. ის ახლანდელი ნაპოლის მთავარი გმრიია, რომელიც აჯადოებს იტალიას და მთელ ევროპას.

სადებიუტო 8 გოლი+8 ასისტი: კვარა –  75 დღეში; ლეაო – 626-ში.

კვარაცხელიასთან ახლოს არის სადებიუტო სტატისტიკით გონსალო იგუაინი, რომელმაც იტალიაში პირველი 8 გოლი და 8 საგოლე პასი 1 723 წუთში გააკეთა. წუთობრივად “პიპიტა” ახლოსაა, თუმცა ამისთვის მას 140 დღე დასჭირდა.

შემდეგ მოდის კრიშტიანო რონალდო, იუვენტუსში 8 გოლი და 8 საგოლე პასის მისაღწევად CR7-ს 2 474 სათამაშო წუთი და 168 დღე დასჭირდა. ედინ ჯეკოს ანალოგიური სტარტისთვის 2 792 წუთი და 372 დღე დასჭირდა (წელიწადზე მეტი!). წუთობრივად სუპერვარსკვლავებში ყველაზე მეტი დრო ზლატან იბრაჰიმოვიჩს დასჭირდა 8 გოლისა და 8 საგოლე პასის გასაკეთებლად – 3 585 (259 დღე).

ახლა ძალიან ბევრი სპეციალისტი, ჟურნალისტი და უბრალოდ გულშემატკივარი ადარებს ერთმანეთს “კვარასა” და მილანის მთავარ ვარსკვლავ რაფაელ ლეაოს. 23 წლის პორტუგალიელ სენსაციას, რომელიც მილანმა €35 მილიონად (პლუს ბონუსები) შეიძინა, 8 გოლისა და 8 ასისტის მისაღწევად 3 843 წუთი დასჭირდა და ის მხოლოდ 626 დღეში ჩაეტია. ასე რომ, ამ ორი გარემარბის შედარებისას სტატისტიკა აშკარად ქართველი ლეგიონერის მხარესაა. 8 გოლსა და 8 საგოლე პასს ხვიჩამ 8-ჯერ უფრო სწრაფად მიაღწია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share