ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ, შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა, – ინოფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, კაცი ყოფილი “პიერ ბათუმის” პირსიდან გაუჩინარდა, ის სავარაუდოდ პირსიდან გადახტა.
“მე იქვე ახლოს ვმუშაობ, ვიღაც კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ კაცი ზღვაში გადახტა და ვეღარ ამოყვინთა. იქვე მდგომ ქალს და კაცს ხელში ამ ადამიანის ტანსაცმელი ეჭირათ” – ამბობს თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
დამატებითი დეტალები უცნობია.