“აგებენ არჩევნებს და მწყობრიდან არიან გამოსულები” – გუბაზ სანიკიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე მარნეულში განვითარებულ პროცესებზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება არჩევნებს აგებს და მწყობრიდან არის გამოსული.

„მარნეულში განვითარებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდია, რომ  ამ ყველაფერზე პროვოცირებს ხელისუფლება. სამწუხაროდ, მოველი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დაპირისპირებას, რადგან აგებენ არჩევნებს და მწყობრიდან არიან გამოსულები“,- განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, სანიკიძე გვპასუხობს, ეს საკითხი რომ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ აქვს.

“არ ვიცი, ვნახოთ. მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი”,- განაცხადა სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share