ოზურგეთში პოლიციელის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდ

ოზურგეთში გუშინ საღამოს, ერთ-ერთი პოლიციელის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის და მისი მეუღლეც საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილები.

ეს ინფორმაცია“ გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

„დაინფიცირებულია პოლიციელის მეუღლე და ორივენი საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილები, ქალს ჰქონდა სიმპტომები და იმყოფებოდა ოზურგეთის „მედალფას“კლინიკაში.“- გვითხრა მჟავიამ.

შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share