”გვარამიას გამოშვება შესაძლებელია, თუკი “ოცნებას” დასჭირდა რეპუტაციის გადარჩენა, რომელიც პრაქტიკულად არ გააჩნია”

“ნიკას საქმე ლოგიკას არ ექვემდებარება, იმდენად აბსურდულია. მისი ციხეში ყოფნა “ქართული ოცნებისთვის” რაღაც სხვა მიზეზითაა . აი ამ მიზეზში თუ ისეთი რაღაც მოხდა, რომ ნიკას გამოშვება მომგებიანი გახდება, შესაძლოა გამოუშვან. ნიკას დაჭერით საქართველოში არავის არაფერი არ უთხრეს. სადღაც სხვაგან ილაპარაკეს ამით. ამიტომ თუ ეს სპეკულაცია რაღაცნაირად გადაიკვეთება, ვუშვებ , რომ ხვალ გაათავისუფლონ. ნიკას ციხეში ყოფნა შიდა პოლიტიკაში არ სჭირდებათ, გარეთ მხოლოდ ზიანდება სახელმწიფო და იგებს რაღაცაში კონკრეტული მოხელე. ნიკა გვარამიას გამოშვება შესაძლებელია, თუკი “ოცნებას” დასჭირდა რეპუტაციის გადარჩენა, რომელიც პრაქტიკულად არ გააჩნია” – ამის შესახებ ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ტვ პირველის ეთერში საუბრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share