“მობრძანდა ივანიშვილი და მითხრა, ახლა არჩევნები მოდის და მე ეს მჭირდებაო…”, – ამის შესახებ “თაიმერთან” ინტერვიუში ჭყონდიდის განყენებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.
“2019 წლის გაზაფხულზე საკუთარი სურვილით ჩემთან სტუმრად ჩამობრძანდა ბიძინა ივანიშვილი, დიალოგში მისი პოზიცია იყო ძალიან გამოკვეთილი, რომ “მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი, მართალი ხარ. რაც ხდება ეკლესიაში შენზე მეტი ვიცი და პირადად მაქვს ნანახი, ახლა არჩევნები მოდის და მე მჭირდება ავტორიტეტული ეკლესია და ავტორიტეტული პატრიარქი”. ბიძინა ივანიშვილის ეს ნათქვამი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდებოდა.
2018 წლის არჩევნების პერიოდიდან, დაჩაგრული ოპოზიცია დასავლეთში მოგზაურობის დროს მსტუმრობდა, ნუგეშს იღებდნენ და რა თქმა უნდა, ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა. სტეფანემ ახსენა კიდეც, ჭყონდიდის ეპარქია ოპოზიციის თავშესაფარი გახდაო. ასევე, ჩემი ანტირუსული დამოკიდებულება მკაფიო იყო ყოველთვის ქადაგებებიდან გამომდინარე და შეუგუებლობა ოკუპაციის მიმართ და ვამბობდი, რომ უნდა უნდა მიგვებაძა ამბროსი ხელაიასთვის რუსულ ჯარებს უნდა დაეტოვებინათ საქართველო, რადგან ჩვენ მეგობრული ურთიერთობა ვერასდროს გვექნება. ოკუპანტს უნდა ვუწოდოთ ოკუპანტი. ამ კუთხით, ამბროსი ხელაიას ცენტრის დაარსება, მისი გამოფენის მოწყობა, ღონისძებები, ამ თემებისთვის მიძღვნილი კონფერენციები, რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დარჩენილა.” – განაცხადა ცაავამ.