ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებიდან ყურადღების გადატანის მიზნით ისლამური სახელმწიფო მეზობელი ქვეყნების – ერაყისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას გეგმავს.
დასავლური მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის დაზვერვამ თეთრ სახლს უკვე მიაწოდა.
ცნობაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთმა და ერაყმა, მოკავშირეებთან ერთად თავიანთი თავდაცვის ძალები მომატებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანეს.