“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია ნატრობს, რომ საქართველოს 100 ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს და იგივეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს.
“თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი და იგივე გზას ადგეს, იგივეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი – როგორი იქნება ჩვენი საქართველო.
ჩემმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, რომ მიდის საქართველოდან ხალხი, კი მიდის, არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს. აი, როდესაც იქნება 100 ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა, არ წავა ეს ხალხი, მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონებს, რომელიც მისაღები იქნება”. – თქვა პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ.