ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ამჯერად კალათბურთსა და გეზრბენში ჩატარდა.
კალათბურთში გოგონათა გუნდებს შორის გამარჯვებული ჩაისუბნის საჯარო სკოლა გახდა,
ვაჟთა შორის კი პირველი ადგილი N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
გეზრბენში გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის პირველი ადგილის მფლობელი N1 საჯარო სკოლა გახდა.
ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება.