გურულების მოთხოვნა 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაზე- ,,ბახვის მანიფესტი”

გურულების მოთხოვნა, 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაზე ,, ბახვის მანიფესტი”
1. გლეხებს დაუბრუნდეთ უსამართლოდ მოკრებილი ფული [ განთავისუფლების გადასახადი].
2. ,, დროებით ვალდებული” გლეხები თავიანთი ნაკვეთის შენარჩუნებით, ყოველგვარი შემდგომი გადასახადის გარეშე გათავისუფლდნენ.
3. ,, ხიზანს” მიეცეს თავისი მიწა.
4. მოხდეს ეკლესიის, სახაზინო და მსხვილი მემამულეების მიწების კონფისკაცია.
5. შემოღებული იქნეს პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადახდით.
6. გაუქმდეს არაპირდაპირი გადასახადი და ტარიფები.
7. ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ.
8. არსებობდეს უფასო სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე.
9. არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება.
10. პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია.
11. გაუქმდეს ქვეყანაში შიდა საპასპორტო სისტემა.
12. გაუქმდეს რეგულარული ჯარი.
13. სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი.
14. დაბრუნების ნება დაერთოთ ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს.
15. მოწვეულ იქნას დამფუძვნებელი კრება.
პოსტის ავტორი თეკლა ნიკოლაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share