აფეთქება ყაზახეთის მაღაროში-არის მსხვერპლი

ყაზახეთში ყარაგანდას რაიონში მაღაროში აფეთქება მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 4 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღაროდან 160 მეშახტეა ევაკუირებული.

შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გამთენიისას, გაზის სადრენაჟო ჭების ბურღვისას გაჟონვა მოხდა.

“ავარიის გამოსაძიებლად იქმნება კომისია, რომელიც გამოძიების შედეგებით დაადგენს შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share