ოლენა ზელენსკა: არ მინდა დავიჯერო, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა სუსტდება

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ უკრაინა უბედურებაში აღმოჩნდება, თუ მსოფლიო სოლიდარობა დასუსტებას დაიწყებს, თუმცა აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ ჰუმანურობა გაიმარჯვებს და მხარდაჭერა გაგრძელდება.

„არ მინდა დავიჯერო, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა სუსტდება. მე მჯერა, რომ მხარდაჭერა არ შემცირდება. მჯერა, რომ საღი აზრი, თანაგრძნობა, ადამიანური ემოციები და ურთიერთობები გაიმარჯვებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აგრესია შეიძლება გამართლდეს, ასეთი ადამიანი პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფება“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ოლენა ზელენსკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა შეჩერდეს და მხოლოდ უნდა გაძლიერდეს.

„ჩვენ გვინდა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა გააგრძელონ ეს გზა. რაც უფრო მეტი ფინანსური ზეწოლა და სანქციები იქნება აგრესორზე, მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს იმუშავებს“, – განაცხადა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share