
“დიდი ღამეული თავგადასავლების შემდეგ, ხელედურას ადიდებულ შენაკადებთან და მთისთვის იანვარში უჩვეულო წვიმასთან ბრძოლა ასე დაგვირგვინდა, რომ სვანეთის ულამაზეს სოფელ ბავარში კალანდას მაინც ჩავუსწარით. აქ ,,მთის ამბების” მარტოკაცი, ჩემი ახალი მეგობარი კორნელი გაზდელიანი ცხოვრობს. არც მობილური იჭერს შესაბამისად და ინტერნეტი და ბავარი, როგორც ბატონი კორნელი ამბობს, მეგობრები ვერ არიან. მარტოკაცობა კიდევ იმას ნიშნავს, რომ არც მეზობელია – სოფელში კორნელი ეულად ცხოვრობს. ჰოდა, სწორედ აქ დავიწყეთ ეს დიდი საქმე, რომელსაც მთელი წელია ვგეგმავთ – ეროვნული ბიბლიოთეკა და ,,მთის ამბები” დამეგობრდნენ – მოვივლით სოფლებს და ყველა მარტოქალსა და მარტოკაცს პირად ბიბლიოთეკას მოვუწყობთ. წიგნი იქნება მათი მეგობარი მარტოობასთან ბრძოლაში, სანამ ამ მარტოობას მთისა და სოფლისკენ მიბრუნებული ადამიანები არ გააქარწყლებენ“.-წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თავის ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 97
1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…
- 96
„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. აღნიშნული ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, როგორც ნარმანია აცხადებს, მოსახლეობა,…
- 96
გეგმავთ სიბერის ტკბილად და მშვიდად გატარებას? კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემდეგ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება და არც არჩევანში შეიზღუდებით. მაგრამ იმის გარკვევა, თუ სად უნდა წავიდეთ, შეიძლება რთული იყოს. აი რას გვკარნახობს საერთაშორისო ცხოვრების ყოველწლიური გლობალური საპენსიო ინდექსი, რომელიც პენსიონერებისთვის მისაღებ ქვეყნებს 10 ფაქტორის მიხედვით ადგენს. ესენია: ცხოვრების ღირებულება,…
- 96