ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, „საქართველოს ამომრჩეველთა 80% ან ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველია ან მიხეილ სააკაშვილის“, დანარჩენმა ოპოზიციამ კი მხოლოდ ხმების 20%-ზე უნდა იფიქროს.
„ამ ქვეყანაში ამომრჩევლის 80% ორ კაცს აძლევს ხმას – ივანიშვილს და სააკაშვილს, 20% კი არცერთს. ახლა ოპოზიციაში რაც ხდება, ეს არის ის, რომ მათ უნდა გაარკვიონ, რას უზამენ ამ 20%-ს, თორემ ამ ქვეყანაში, დღევანდელი მონაცემებით, მთავარი პოლიტიკური ფიგურები და ბანაკები არის პერსონიფიცირებული და მათი სახელები არის ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში, სანიკიძემ უპასუხა:
„მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებული უკრაინის პოლიტიკაში – ხომ გესმის, რა გავლენა ექნება მას აქ“, – აღნიშნა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.