ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ამჯერად, ფრენბურთში გაიმართა.
პირველი ადგილი ქალაქის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. მეორეზე- ჩოჩხათის, ხოლო, მესამეზე – ნიგოითის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
საფინალო შეჯიბრს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.