ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენების შესაგროვებელი 1100 – ლიტრიანი 100 ცალი კონტეინერი შეიძინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენების შესაგროვებელი 1100 – ლიტრიანი 100 ცალი კონტეინერი შეიძინა.
პირველ ეტაპზე ნარჩენების შესაგროვებელი თანამედროვე სტანდარტების კონტეინერები დაბის მასშტაბით ჩანაცვლდება და გადანაწილდება მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
ასევე, სერვის ჯგუფის თანამშრომლებისთვის მერიამ სპეცტანსაცმელი შეიძინა.
ცვლილებები განხორციელდა ყოფილ „კომუნალურ სამსახურში“ და მისი სახელწოდება შეიცვალა „სერვის ჯგუფით“. გარდა ამისა, განახლდა მისი სტრუქტურაც და ჩამოყალიბდა განყოფილებები.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share