“ბუკნარის სკოლის დირექტორის გადაყენება არც განიხილება, მას არაფერი ისეთი არ დაუწერია, პირიქით ძალიან განიცდის მომხდარს და ორთავე მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს”
ამის შესახებ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ “გურიის მოამბესთან” საუბარში განაცხადა.
ჩვენს კითხვაზე ნახა თუ არა მან ბუკნარის სკოლის დირექტორის აქტივობები სოციალურ ქსელში რის გამოც აქციის მონაწილე მუსლიმი თემის წარმომადგენლები მის გადადგომას მოითხოვენ, სიხარულიძემ გვიპასუხა:
ნუ ცდილობთ ჟურნალისტები ქულების დაწერას ამ თემაზე ძალიან გთხოვთ, ყველაფერს აქვს საზღვარი.
“გურიის მოამბე” ქალბატონო შორენა სკოლის დირექტორს ადანაშაულებენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში და სიძულვილის ენით საუბარში მუსლიმების მიმართ.
შორენა სიხარულიძე; მე არაფერი არ წამიკითხავს და მსგავსი რამ არ მსმენია.
ცნობისათვის. მეორე დღეა ჩოხატაურში, გუშინ სოფელ ბუკნარში, დღეს კი ჩოხატაურის მერიასთან გრძელდება მუსლიმი თემის საპროტესტო გამოსვლები.
მუსლიმები სოფელში სალოცავის ფუნქციონირების უფლებას მოითხოვენ, ადგილობრივი ქრისტიანები კი ამის წინააღმდეგი არიან.
გარდა ამისა მუსლიმი თემის წარმომადფგენლები ადგილობრივი სკოლის დირექტორისა და ადგილობრივი გამგებლის გადაყენებას მოითხოვენ მუსლიმი ოჯახის ბავშვებსა და წევრებზე განხორციელებული მუქარების გამო.
ამ ნიადაგზე რამდენიმე დღის წინ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა როცა სამი მუსლიმი არასრულწლოვანი დაშავდა.
გუშინ კი ბუკნარში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ადგილებში ორი პარალელური აქცია მიმდინარეობდა ცალკე მუსულმანთა ცალკე ქრისტიანთა მხარდასაჭერად.
ჩოხატაურში და სოფელ ბუკნარში აჭარა გურიის პოლიციის თითქმის სრული შემადგენლობაა კონცეტრირებული.
მუსლიმთა მხარდასაჭერად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ათეულობით ადამიანია ჩამოსული.