რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლავი S-300 რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განადგურდა საწყობები, ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი სახლები, დაიწვა 10-ზე მეტი ავტომობილი.
„წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.