“ჩვენ ვართ ძმები, ტკბილად უნდა ვცხოვრობდეთ”- ბუკნარში მუსლიმი მოსახლეობა პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას ელოდება

მიუხედავად იმისა, რომ წუხელ გვიან ღამით, ბუკნარის ორ თემს და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ჩოხატაურის მერიის შენობაში შეთანხმება შედგა, რომ მუსლიმი თემი ჩვეულებრივად გააგრძელებდა ლოცვას და ამაში ხელს მართლმადიდებელი თანასოფლელები არ შეუშლიდნენ. მთელი ღამე ადგილზე მუსლიმი თემის რამდენიმე წარმომადგენელი დარჩა და აქცია გააგრძელა.
ამის მიზეზი, როგორც “გურიის მოამბესთან” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო პაიჭაძემ განაცხადა, ისაა რომ ,როგორც კი შეთანხმება დასრულადა და მხარეები გარეთ გამოვიდნენ, მართლმადიდებლური მოსახლეობის ნაწილმა მუქარა შემოუთვალეს.
“როდესაც შეხვედრიდან გამოვიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, მოგვივიდა მუქარა , მართლმადიდებელი თანასოფლელებიდან, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, სოფელში ლოცვას ვერ გავაგრძელებდით, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი უკმაყოფილება და აქციის გაგრძელების მიზეზიც ესეთი მუქარები გახდა. მაგრამ მე პირადად ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ჩვენ ვართ ძმები, თანასოფლელები და ტკბილად და თბილად უნდა ვცხოვრობდეთ. არ მინდა კიდე ვინმე შემოგვიერთდეს, განსაკუთრებით არ მსიამოვნებს როცა ბავშვები გვიდგანან გვერდში. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, მე ამას ხმამაღლა ვაცხადებ, რის გამო ჩემი ძმებისგან საყვედურებიც კი მივიღე, “- განაცხადა ჩვენთან საუბარში ბესო პაიჭაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share