საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა “ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
“ფაქტია, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. სიცხე მარტიდან აქვს და დღესაც აღენიშნება. ექიმები ვერ ასახელებენ ზუსტ მიზეზს. თითქოს კლინიკაში ყურადღება არ აკლია, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, უკან მივდივართ. წონაში აშკარად დაკლებულია, ძალიან გამხდარი მეჩვენა. საზღვარგარეთ გადაყვანას ძალიან ელოდება, უნდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რა მოხდება, არავინ იცის”, – განაცხადა ალასანიამ.