გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს უკვე 33 კილოგრამი აქვს დაკლებული და მარტის შემდეგ, მუდმივად აქვს მაღალი ტემპერატურა. “შაბათის მთავარის” ეთერში საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტს ფეხზე ადგომაც უჭირს:
“მისი მდგომარეობა უარესდება. მე მაქვს შესაძლებლობა რომ ამას ყოველ დღე ვუყურო. სიცხეები აქვს მარტიდან. ზოგიერთ შემთხვევაში თუ უკეთდებოდა ანტიბიოტიკები, გაქრებოდა, მერე ისევ იწყებოდა. რამდენიმე დღის წინ 38,7- ზეც კი ავიდა. დამწევ საშუალებებს უკეთებენ, დაიწევს ხოლმე, მაგრამ ის, რომ მთლიანად ალაგდეს, ასე ჯერჯერობით არ ხდება. წონის კლებაა ძალიან მნიშვნელოვანი, 33 კილო აქვს დაკლებული, ფეხზე ადგომა უკვე უჭირს, თუ უწევს გადაადგილება, უნდა დაეყრდნოს სპეციალურ მოწყობილობას.” ამბობს გიული ალასანია.