თანამდებობები საჩუქრად – “შაბათის ეთერის” განცხადებით, რ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილი თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს. თათია ივანიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, საერთაშორისო სამართლის სამმართველოში უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.
უწყების თანამშრომლები ამბობენ, რომ თამთა ივანიშვილი სამსახურში არ დადის, სამინისტროს მხოლოდ უცხოეთში გაცვლით პროგრამებით სამოგზაუროდ, პოსტს კი სტატუსისთვის იყენებს.
ასევე, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, ირაკლი სანიკიძის დედას, ფლორა მილორავას სამსახური დედაქალაქის საკრებულოში გამოუძებნეს.
საკრებულოში ქალბატონო ფლორა ეკატერინე ხვედელიძის მოთხოვნით დანიშნეს.
ირკვევა, რომ ფლორა მილორავას ვაჟი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი არ არის, მას ეკატერინე ხვედელიძესთან ნათელ-მირონობა აკავშირებს.
საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები პრემიერ-მინისტრის ნათესავებიც – ირაკლი ღარიბაშვილის და, ცოლის და, მათი ქმრები.
პრემიერ მინისტრის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ბიძა, ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ბიძა ყოფილი “ნაციონალია”. პაპიაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს სოფელ ქედის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის შემდეგ კი პოსტიც და პოლიტიკური კარიერაც, სიძემ შეუნარჩუნა. პრემიერის სიდედრის ძმას ჯერ ტყის ზედამხედველობა ჩააბარეს, შემდეგ კახეთის გარემოს ზედამხედველობა, ბოლოს კი დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სწორედ თამაზ თამაზაშვილის მოთხოვნით მოხდა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე ანნა ლაშხი აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი სამხარაძის მოთხოვნით დაინიშნა. გამგეობიდან “ტვ პირველს” წერენ, რომ ლაშხი სამსახურში არ დადის.
ლაშხი ალექსანდრე იაშვილის, იგივე საშკა სანაძის მეუღლეა. იაშვილი კი “ოცნების” მაგინებელთა რაზმის მეთაურის დიტო სამხარაძის მოადგილე და მრჩეველია.
ნეპოტიზმით შეწუხებული საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ დიმიტრი სამხარაძე ერთ სატელეფონი ზარით თანამდებობაზე კონკურსის და შეჩჩევის გარეშე უდიპლომო ადამიანებსაც კი ანიშნინებს. წყაროს მტკიცებით ასე მოხდა პოსტზე ეკატერინე შეყილაძეც.
ეკატერინე შეყილაძეს ჩუღურეთის გამგეობაში ამხანაგობების თავმჯდომარეების კონტროლი აბარია. წყარო აცხადებს, რომ უდიპლომო კადრი პოსტზე დიტო სამხარაძეს სიდედრმა დაანიშნინა.