ამერიკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ანდრეი პიანტკოვსკიმ ფორმულას ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ივანიშვილის სანქცირებულთა სიაში შეყვანის ფორმალური პროცედურები დაწყებულია და ივანიშვილს მალე აცნობებენ, რომ „არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ამერიკამაც შემოიღო სანქციები მის წინააღმდეგ“.
„მე კონტაქტი მაქვს ამ ორივე ფიგურასთან ერმაკთან და მაკფოლთან, რომლებიც მუშაობენ სიაზე. ვიცი ერმაკ-მაკფოლის კომისიაში რაც ხდება და თუ მოხვდა [სიაში] ერთ მხარეს, მეორე მხარესაც აღმოჩნდება სანქციების სიაში. ამერიკაში სანქციების სიაში შეყვანა მოითხოვს მთელ რიგ ფორმალურ პროცედურებს რომლებიც ახლა ხორციელდება და გადაეცით ბატონ ივანიშვილს. რომ არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ამერიკამაც შემოიღო სანქციები მის წინააღმდეგ, ძალიან მალე მას ამას აცნობებენ“ – განაცხადა პიანტკოვსკიმ.