ამ დილით, გურიის სატყეო სამმართველოს ყოფილი უფროსი, კახა ღლონტი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გარდაიცვალა.
მას ე.წ. “ძილის აპნოე” აწუხებდა. რაც სუნთქვით პრობლემებს წარმოშობს, რომლის დროსაც ძილის დროს ორგანიზმს აუცილებელი ჟანგბადი ვერ მიეწოდება და საჭიროებს სპეციალური აპარატურით დახმარებას.
მდგომარეობის გაუარესების გამო ოჯახმა 112-ს მიმართა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კახა ღლონტი გურიის სატყეო სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან რამდენიმე წლის წინ გაათავისუფლეს.
ამის მიზეზი, სუსის ანტიკორუფციულის მიერ, მისი თანამშრომლის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება გახდა.
რედაქცია თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.