დღეს ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სახალხო დღესასწაული “ალეგრეობა 2022” გაიმართა. დღის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა შედა. ასევე ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი ჩატარდა.
ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების სტატუსი მიენიჭათ: გია ებრალიძეს; ნანა გოთუას; მარინა თოფურიას. საპატიო მოღვაწეების სტატუსი ბიძინა მჟავიამ, მანანა ღაჟონიამ და კახაბერ აბაშიძემ მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მაცხოვრებლები: მზევინარ სალუქვაძე, ალექსანდრე აბრამიშვილი, გრიგოლ ქავთარაძე, ალვარეტ ავაკიანი გახდნენ.
ცნობისთვის, ოზურგეთობა იგივე ალეგრობა გურიაში ჯერ კიდევ მე -18 საუკუნიდან, გურიიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის დროიდან აღინიშნებოდა. სახელწოდება “ალეგრობა” ოზურგეთში უცხოელი მისიონერების, კონკრეტულად კი იტალიელების გამოჩენას უკავშირდება. როცა გურიელმა სასახლის კარზე სანახაობა “ალეგრობა” დააარსა და საბოლოოდ ის საქველმოქმედო ხასიათის სახალხო ღონისძიებად და ოზურგეთის ქალაქურ დღესასწაულად იქცა. ალეგრობა 2011 წელს ისევ აღდგა და მას შემდეგ ოზურგეთში აღნიშნული დღესასწაული ყოველ შემოდგომაზე იმართება.