ბოლო დღეებიის განმავლობაში ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე მოვლენებს კონკრეტული ადამიანების მართულად მიიჩნევენ ადგილობრივ ოპოზიციაში და ამის მთავარ შემომქმედად გურიის მაჟორიტარ დეპუტატ, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად სუს-ის მაღალჩინოსნებს განიხილავენ, კონკრეტულ მაგალითად კი, ადგილობრივ მაღალმთიან კურორტებზე მიტაცებულ და უკანონოდ დაკანონებულ მიწებსა და წარმოებულ მშენებლობებსაც ასახელებენ:
“გადახედეთ ბახმაროში უკანონო მშენებლობების კასკადს, ვინ იშენებს სახლებს დაურეგისტრირებულ მიწებზე უკანონოდ, ვინ პირდება მათ ხელშეუხებლობის გარანტიებს და მიხვდებით თუ რა ინტერესები აქვთ- შსს და სუს-ს მაღალჩინოსნებს გურიაში და რატომაა მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ოცნება იყოს რაც შეიძლება დიდი ხნით ხელისუფლების სათავეში.მეჩეთის აშენდებას კი არა ყველას ყველაფერს დაპირდებიან პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ. ძალან მალე სახელებს, გვარებს და კონკრეტულ თანამდებობის პირებს მოვახსენებთ საზოგადოებას და იმ სახლებსაც ვაჩვენებთ”!-წერს ასკურავა.
კონკრეტულად გურიის მაჟორიტარის მხრიდან ხმების სანაცვლოდ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირების შდეგად მიიჩნევს განვითარებულ მოვლენებს ენმ-ის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე:
“სოფ.ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე, სრული პასუხისმგებლობა გურიის მაჟორიტარს ოცნებიდან ბატონ ჩიგოგიძეს ესკისრება.
მეჩეთ-მეჩეთ რომ დადიოდა საარჩევნოდ და დაპირებებს გასცემდა შესრულებასაც მოსთხოვს ხალხი არ იცოდა.
ისე ბატონო ჩიგოგიძე გუბერნატორის გაშვება თუ გინდა თანამდებობიდან სხვა ხერხებს მიმართე, ცეცხლს ნუ ეთამაშები სპეცსამსახურებთან ერთად”-წერს ქათამაძე