“ვუყურებ ულამაზეს ბათუმს…მრცხვენია, რომ მისი თანამედროვეობის შემქმნელი დღეს ტუსაღია…მრცხვენია, რომ ადამიანმა, რომელმაც საქართველოში ბევრი ევროპა შემოიტანა….პატიმარია”-ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე

ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე სოცქსელში წერს:

„წლების შემდეგ ამ მოსაზრებას საქართველოს ყველა მოქალაქე დაეთანხმება, მაგრამ ვშიშობ არ იყოს გვიანი
ამ ჩემ დღევანდელ პოსტს გამოუჩნდებიან მოქილიკეები და დამხახავებლები, მაგრამ ისტორიის მემატიანე ოხერი ვინმეა და ყველას თავის ადგილს უჩენს ხოლმე . ..
ამ პოსტის ინსპირცია ჩემი ბათუმში ყოფნაა.
კალენდარულად 7 ნოემბრის ღამე მათენდება, სადღაც ღამის კლუბში, გაგლეჯილი მთვრალი ვარ და ყველაფერს საუკეთესოდ ვაცნობიერებ.
ახლა, როცა ჟურნალისტურ საქმიანობას სრულად ჩამოვშორდი და ვუყურებ ულამაზეს ბათუმს, მრცხვენია, რომ მისი თანამედროვეობის შემქმნელი დღეს ტუსაღია, მრცხვენია, რომ ადამიანმა, რომელმაც საქართველოში ბევრი ევროპა შემოიტანა პატიმარია. შეცდომების მიუხედავად, ის ამას არ იმსახურებს.
ცუდია, თუ კარგია მიშა, ის ჩვენიანია და პატარა ბავშვივით უნდოდა ამ ქვეყნის გათანამედროვეობა, – საფლავში არავის არაფერი მიაქვს.
ეს საქართველო, ჩვენი, ჩვენი შვილების და მათი შვილებისაა….
კორუფციაში და სიმახინჯეში ჩარჩენილი ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა ჩვენს სამეზობლოდ და ამასაც უნდა გავუსწოროთ თვალი
მოკლედ, ბათუმიდან მინდა თავისუფლება და ჯანმრთელობა ვუსურვო მიშას !!!
იცოცხლე საქართველოს პრეზიდენტო
მთვრალი კაცი მართალი კაცი.“

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share