თებერვლიდან პური გაძვირდება

თებერვლიდან პური კიდევ უფრო გაძვირდება. პურის ბიზნესში დასაქმებულები მიზეზად ფქვილსა და ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ასახელებენ. კერძო სექტორში დასაქმებულები ამბობენ, რომ მთავრობა წვრილ ბიზნესს არ ასუფსიდირებს და იძულებულები არიან პროდუქტი გააძვირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრების წინაშე აღმოჩნდებიან. თბერვლიდან ფქვილი რუსეთის ახალი გადაწყვეტილების გამო გაძვირდება. ოკუპანტი ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შმოღებას და საბაჟო ტარიფების მატებას 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით გეგმავს, რის გამოც იმპორტიორებს ერთი ტონა ხორბლის შემოტანა მინიმუმ 300 დოლარი დაუჯდება, ეს კი ფქვილის ფასზეც აისახება.

რამდენი თეთრით გაიზრდება ფასი პურზე ეს თებერვალში გაირკვევა, როცა რუსეთი საექსპორტო საბაჟო გადასახადზე გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share