„დასმულია საგანგაშო დიაგნოზები ამერიკელი ექსპერტების მიერ“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველს შალვა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის.
ხაჭაპურიძის თქმით, ამერიკელი ექსპერტების მიერ დაწერილ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მას ძალიან მძიმე დაავადებები უფიქსირდება და თუ არ მოხდა ყურადღების მიქცევა, შესაძლოა ეს ყველაფერი ლეტალური შედეგით დასრულდეს.
„თავის ტვინზე აღინიშნება საკმაოდ სერიოზული დარღვევები, უფრო მეტიც, დასმულია საგანგაშო დიაგნოზები ამერიკელი ექსპერტების მიერ, რაც არ ფიქსირდებოდა ქართველი ექსპერტების და ექიმების დასკვნებში.
იმდენად მძიმე დაავადებები უფიქსირდება მიხეილ სააკაშვილს, რომ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ასეთ მოკლე დროში განვითარებულიყო, ჩვეულებრივ საპატიმრო პირობებში.
გადადგილება, მეტყველების შენელება, ფერი სახეზე, საკმაოდ ბევრი სიმპტომატიკა გვაქვს, თუმცა დასკვნები იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს არ არის.
თუ არ მოხდა დროული ჩარევა გამოიწვევს მის სიკვდილს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.