ჟურნალისტი, თამო კეშელავა ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანიისთვის 49 წლით სარგებლობაში ტყის ფართობის გადაცემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„ტყე შეუნახეთ შვილებსაო, ვაჟა რომ წერს, იქ რომელიმე ვერსიაში წერია, ივანიშვილის შვილებს შეუნახეთო?
არა, სადმე ხომ არ ეწერა გვარი და ხომ არ ამოიღესთქო. ვიკითხე, ბატონო, ვიკითხე…
ტყეს უკეთ შეინახავს ივანიშვილი, ვიდრე ქვეყანაო, ზარქუამ…
შევინახავ ირაკლი ზარქუას ხელფასს!
მომე, ირაკლი, ხელფასი, მე უკეთ შევინახავ, დამიჯერე… 49 წლით შეგინახავ და წლიურად მოგცემ ყოველ 100 ლარზე 26 თეთრს…
უკეთესად ვერავინ მიგიხედავს, შემოვღობავ, გადავხურავ, ბადეს მოვახვევ…
რასაც ვერ შევჭამ, დავკბეჩ და ეგეთები არ იყოს..“ – წერს კეშელავა.