ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი რუსი ბიზნესმენის და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა არ დაუშვებს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ეცადონ ამას.
“ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, მაგრამ ყოველთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, მიუხედავად იმისა, საიდანაც არ უცადონ ამას. ეს ვაჩვენეთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებითაც”. – აღნიშნა პრაისმა.