უკრაინის რადას დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა, სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეოც გაავრცელა.
ლიზა ვიდეოში ინგლისურად საუბრობს.
“მინდა, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა გაიგონ, ამიტომ ინგლისურად ვისაუბრებ“, ამბობს ლიზა:
“უკრაინის ადვოკატირების დაწყება ევროპარლამენტში ბრიუსელში:
და ახალი ამბები საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილზე – დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის შესახებ ანგარიში მიიღო“. – წერს ლიზა იასკო სოციალურ ქსელში.