“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მეორედ წავიდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს:
“არ ვფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ ვერ გავძელი.
უკრაინა მეძახდა, თანამებრძოლებზე ფიქრი არ მაძინებდა…
იქ უნდა იყო კობა, იქ სადაც ბოროტების დამარცხების ბედი წყდება, იქ, სადაც ჩემი საქართველოს მომავალი იჭედება, შინაგანი ხმა გამუდმებით მიმეორებდა…
ვბრუნდები უკრაინაში!
“ბაბუც” აქ არის!”_ წერს კობა ხაბაზი.