კილიფიდან შეკვეთილამდე – ივანიშვილის ბაობაბები საქართველოში წამოსაღებად მზად არის. აფრიკული მედიის ცნობით, ოლიგარქის მორიგი სურვილის შესასრულებლად ქალაქ კილიფში ყველა სამზადისი დასრულებულია.
ამ დრომდე დუმს და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს გაურბის ინვესტორი და ივანიშვილთან დაკავშირებული გიორგი გვასალია, რომლის კომპანიამაც უნიკალური ბაობაბების ტრანსპორტირება კენიიდან გურიამდე უნდა უზრუნველყოს.
ოლიგარქის წარმომადგენელი აფრიკულ მედიასთან ამტკიცებს, რომ აფრიკულ ბაობაბებს საქართველოში ზუსტად ისეთ გარემოს შეუქმნიან, როგორიც კენიის სანაპირო ზოლზე არსებულ კილიფშია.