ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის აზრით, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის გამოსავლენად გამართულ არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან, ხაბეიშვილის თქმით, არჩევნების საჭიროება ცვლილებების აუცილებლობას ნიშნავს.
“მე არ მგონია, რომ ნიკა მელია არჩევნებს მოიგებს. მარტივი მიზეზის გამო – ის თავადაც ამბობს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. მისი მხარდამჭერებიც ამბობენ, რომ არჩევნები საჭიროა. თუ არჩევნები საჭიროა, ანუ ცვლილებებია საჭირო. როცა ცვლილებები საჭირო არ არის, არჩევნების საჭიროებაც არ არის ხოლმე, ეს ძალიან ლოგიკურია”. – ამბობს ხაბეიშვილი ფორმულასთან საუბარში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას “დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება”, ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა “უცნაური და დასანანია”, ენმ-ში კი ახლა “რაღაც თანამდებობაზე” ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.
მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.