ანგაში საოკუპაციო ხაზიდან: “კასპის რაიონში ოკუპანტები ბენზოხერხებით ხეებს ჭრიან, სავარაუდოდ საგუშაგოების აშენება სურთ”

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დათო ქაცარავა საკუთარ fb-ანგარიშით აქვეყნებს პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ ოკუპანტები კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში ხეებს ჭრიან. ქაცარავას თქმით, ისინი, სავარაიდოდ, ტერიატორიას საგუშაგოს მშენებლობისთვის ათავისუფლებენ.

“ამ წუთებში ვიმყოფებით კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში.
ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილში ამ წუთებში რუსი ოკუპანტები აწარმოებენ სამუშაოებს.
ბენზოხერხებით ჭრიან ხეებს და ბუჩქნარს, სავარაუდოდ ასუფთავებენ ტერიტორიას შემდგომი მოქმედებებისთვის, სავარაუდოდ, ტერიტორია მზადდება საგუშაგოს მშენებლობისთვის“ , – აღნიშნავს ქაცარავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share