“80 კილოა, ჩამომხმარია, კუნთებიც არ აქვს, ყველაფერი სტკივა” – გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა “ვივა მედიდან” სამედიცინო კვლევებისთვის გადაიყვანეს. ინფორმაციას “მთავარ არხთან” ადასტურებს კლინიკური დირექტორი. ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, MRI-ის კვლევები მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ჩაუტარეს და ამის გამო მისი გააყვანა გახდა საჭირო.
სააკაშვილი ამჟამად უკვე ისევ “ვივა მედში” იმყოფება.

გადაყვანილი ჰყავდათ გასასინჯად, გააიყვანეს, დააბრუნეს. რა ჩაუტარდა, რისთვის, რა მიზნით, არაფერი არ ვიცი გუშინ არც არავის არ უხსენებია ეს გადაყვანა და დამატებითი გასინჯვა თუ იყო საჭირო, მე არ ვიცოდი. მე არ მაბარებენ მაინცდამაინც ანგარიშს. ჩემს თვალწინ გაიზომა სიცხე და 37,7-37,6 ჰქონდა, როგორც ყოველთვის აქვს…, – თქვა გიული ალასანიამ. 

მესამე პრეზიდენტთან პალატაში ცოტა ხნის წინ მისი ყოფილი თანაგუნდელი, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ კვირაში კიდევ უფრო დამძიმდა.

აი, ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილო არის. ჩამომხმარია აბსოლუტურად. არც კუნთები აქვს, არაფერი. ყველაფერი სტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანონ, მასაჟისტი ვერ ეკარება, იმიტომ რომ ყველაფერი სტკივა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო მაგრამ ზუსტად რაზე იყო, ვერ გეტყვით… ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ველაპარაკო იმ თემებზე, რომლებიც ტკივილის და განსაცდელის გარდა არაფერს უმატებს, – ამბობს ვაშაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share