ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რომელიც ქვეყნის ყურადღების ეპიცენტრში ბოლო სამი დღეა აქ მიმდინარე რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გამო მოექცა, მუსლიმი თემი პარასკევის ლოცვისათვის ემზადება.
პარასკევის ლოცვა ტრადიციულად 12 საათისათვის დაიწყება, ის დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება, შემდეგ კი გუშინ დაანონსებული გაფართოებული შეხვედრა დაიწყება ოთხი მხარის მუნაწილეობით, სადაც კონფლიქტის დარეგულირების გზებზე ისაუბრებენ და დიდი ალბათობით მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.
მოლაპარაკებებში ორთავე თემის 10-10 წარმომადგენელი, ასევე მრთლმადიდებლური ეკლესიისა და ისლამის სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ხელისუფლებისა და ჩოხატაურში მიმდინარე აქცის წარმომადგენლები.
როგორც გუში, ჩოხატაურის მერიის წინ აქციაზე შეკრებილ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ განუცხადა, ყველა მათი მოთხოვნა შესრულებული იქნება.
მუსლიმი თემის ძირითადი მოთხოვნა ლოცვის უფლებაა და შეცდომაა გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ისინი ბუკნარში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ
სოფელში შესყიდულ ერთ ერთ სცხოვრებელ სახლში ადგილობრივი მუსლიმები მხოლოდ პარასკევის ლკოცვის შესრულების უფლებს და ამ სახლის სალოცავად რეგისტრაციას ითხოვენ.
კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელიც ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ლოცვის უფლებას დაემატა ადგილობრივი სკოლის დირექტორის და ადგილობრივი გამგებლის, როგორც დაპირისპირების წამქეზებლების გადაყენების მოთხოვნა.
მიუხადავად იმისა, რომ ხელისუფლების სახელით მოლაპარაკებებში ჩართულმა ვასილ ჩიგოგიძემ თანხმობა განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე, ჩოხატაურს რესურს ცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ბუკნარის სკოლის დირექტორის გადაყენებას გამორიცხავს და კონფლიქტში ჟურნალისტებს ადანაშაულებს.
სიხარულიძის თქმით, მდგომარეობას მხოლოდ ის ართულებს რომ რამდენიმე ჟურნალისტი მომხდარში ქულების დაწერას ცდილობს.
თუმცა საგანმანათელებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს კონკრეტულად და ვის ქულების დაწერაში.
აღსანიშნავია, რომ ბუკნარში როგორც მუსლიმი თემი ასევე ქრისტიანები კონფლიქტის პროვოცირებაში გურიის მაჟორიტარს ვასილ ჩიგოგიძეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.