“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილისა და “გირჩის” განაყოფის მიერ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ელისაშვილს შესთავაზა შევიდეს პარლამენტში და დაისვენოს.
“უნდა მას შესვლა და მე შევთავაზე მას, რომ შევიდეს და დაისვენოს, ჩვენც რაღაცნაირად დაგვასვენოს. მთავარია ჩვენ უმთავრესი მოვითხოვოთ, ეს გახლავთ გაყალბებული არჩევნების შეცვლა, ანუ ახალი არჩევნების დანიშვნა, იმ არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, ახალი საარჩევნო სისტემით მივალთ, რატომ ცუღლუტობს ალეკო”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.
მსგავსი სტატიები
- 94
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…
- 94
ჟურნალიტი ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
- 94
როგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
- 94
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. პრემიერ გიორგი გახარიას წერილის ქართულ თარგმანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს. "ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების…