ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას პუტინის მსგავსად კრიმინალური მეთოდებით ცდილობს, – ასე აფასებს ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე სუსის მიერ სახალხო პროტესტის ჩახშობის მცდელობებს. ირკვევა, რომ სახალხო პროტესტის ჩასახშობად, ხელისუფლება მოქალაქეებს არა მხოლოდ უთვალთვალებდა, არამედ მაღაზიების დახლებიდან კარვებს და აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკას აქრობდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილი ეთნიკურად ქართველი, მაგრამ მენტალური რუსი მაფიოზია.
ეს არის ის, რაზეც დგას ბიძინა ივანიშვილი, აი, ამ კრიმინალური მენტალიტეტის მაფიოზი ადამიანი, ქართველი ეთნიკურად, მაგრამ მენტალურად რუსი და ყველანაირად, თავისი პოლიტიკური საქმიანობით რუსი და პუტინით რუსი, აკეთებას იმას, რასაც ზუსტად პუტინი და მისი ოლიგარქები აკეთებენ. ამ კრიმინალური მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს საქართველოში ხელისუფლება, მაგრამ მას არ გამოუვა ყველას დაშინება, – ამბობს ბარამიძე.