ელენე ქებაძემ (80+ კგ) ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სამბოში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა.
ქებაძე მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა.