ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები ეროდი გორდელაძე და გელა ჩავლეშვილი რამდენიმე დღეში გურიის რეგიონში ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ორგანიზაცია “ხალხის ძალას” ჩამოაყალიბებენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, დავით დარჩიას გარემოცვიდან აცნობეს.
ორთავე დეპუტატი საკრებულოში “ქართული ოცნებიდან” მოხვდა და ბოლო პერიოდში ისინი, ანტიამერიკული და ანტიევროპული, მათ შორის ანტიუკრაინული “რიტორიკის” ავანგარდში დგანან.
ეროდი გორდელაძეც და გელა ჩავლეშვილიც შევარდნაძის რეჟიმიდან მოდიან, ერთი 90 იან წლებში ოზურგეთის პოლიციის უფროსი იყო, ხოლო მეორე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი, მოგვიანებით ორთავე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მგზნებარე მხარდაჭერები იყვნენ, ბოლო 10 წელია კი ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებაში” არიან გადაბარგებულნი.
ასევე ბოლო პერიოდში ორთავე დეპუტატი, თანამოაზრეებთან ერთად ოპოზიციური შეკრებების დარბევებში აქტიურად მონაწილეობდა.
გელა ჩავლეშვილი ამ შეკრებებზე თავს არა მხოლოდ განსხვავებული აზრის ადამიანებს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც კი ესხმოდა, თუმცა ისინი ყოველთვის სარგებლობდნენ ერთის მხრივ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მეორეს მხრივ მათი ქმედებების მიმართ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა “სიმპათიით”.
წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დარჩიამ ადგილობრივ სპეცსამსახურებთან კომუნიკაციის შემდეგ უკვე მიიღო.
მალე ამ დუეტს წარმომადგენლები ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდანაც შეუერთდებიან, თუმცა ოზურგეთიდან განსხვავებით ამ ორ მუნიციუპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება, კანდიდატებზე ჯერ ჯერობით ვერ ჩამოყალიბდა.
“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასულები სამოქალაქო მოძრაობად მიმდინარე წლის დასაწყისში ჩამოყალიბდნენ და საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, მოგვიანებით ისინი პოლიტიკურ ირგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.
“ხალხის ძალა” თავიდანვე ანტიამერიკული, ანტიევროპული განცხადებებით ცდილობდა პოლიტიკურ ველზე შემოსვლას.
მისი ერთ ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი იმ დონეზეც კი “ავიდა” რომ ევროკავშირში საქართველოს შესვლა “სუვერენიტეტის ნაწლის დათმობადაც” კი მონათლა.
მის სათავეებთან სუბართან ერთად მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე იდგნენ, მოგვიანებით მათ კიდევ ხუთი პარლამენტარი შეუერთდა.
ორგანიზაციამ ფილიალების შექმნა რეგიონებშიც დაიწყო და მის სათავეებთან სუს თან და ადგილობრივ მთავრობასთნ დაახლოებული კადრები ხვდებიან.
როგორც ადგილზე ექსპერტები საუბრობენ “ხალხის ძალა” ექს პრემიერ ივანმიშვილის ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ერთის მხრივ ქვეყანაში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების ზრდაა, მეორეს მხრივ კი იმ ელექტორატის სრულ კონტროლ ქვეშ მოქცევა, რომელიც ამ განწყობებით გამოირჩევა, ასეთი კი ბოლო არჩვნების მონაცემებით საქართველოში მაქსიმუმ 12% ია.
ამ პოლიტიკურ ველზე ივანიშვილის (“ქართული ოცნების”) პარტნიორები “პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული მარში” და ასე შემდეგ… პოზიციონირებდნენ, თუმცა ევროკავშირთან მკვეთრი დაშორიშორების ფონზე ელექტორატის მასიური კარგვის გამო, მთავრობა “ხალხის ძალის” მეშვეობით ეცდება, ამ 12% იანი ელექტორატის პარტნიორებიდან სრულ – კონტროლირებად დაქვემდებარებაში გადმოტანას.