მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების თაობაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს დახმარება მოიცავს 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში.შესაბამისი განაცხადი დროულად გაკეთონ.

“მოგეხსენებათ, რომ ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. მოგეხსენებათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ, ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. ეს განაცხადები გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განაცხადი“,-განაცხადა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share