ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეები, ჩხიკვაძე და კერატიშვილი, დააწინაურეს

ნიკა გვარამიას ციხეში გამშვებ მოსამართლეებს აწინაურებენ. ლაშა ჩხიკვაძეს მალე საქალაქო სასამართლოდან მეორე ინსტანციაში გადაიყვანენ. უკვე მაღალ პოსტზე დანიშნეს ნიკა გვარამიას საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი.

აწინაურებენ  ხათუნა ხარჩილავასაც, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებაში გაამართლა.

მორჩილი მოსამართლეების  დაწინაურების ბედი კი ძირითად შემთხვევაში სუფრებზე წყდება, სადაც თამადა ლევან მურუსიძეა. სწორედ  მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი იღებს გადაწყვეტილებებეს, რომელი მოსამართლე როდის და სად უნდა გადაიყვანონ.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share