მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზი ,,ფეიკია” – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართულ ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, საზოგადოებამ დღემდე ვერ მოისმინა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ამსახველი რეალური ინფორმაცია იმის მიუხედავად, რომ ამ მიზნით საქართველოში უამრავი ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტი ჩამოდის.
ხან ვიღაცა ჩამოდის, ის ექსპერტი, ისეთი ავტორიტეტული, ასეთი ავტორიტეტული, ემპათია, ის ექიმი, ცუდად არის, ამდენი ხანი დასკვნა ვერ დადო ვერავინ. რა ხდება?
6 თვის წინ პანიკა რომ იყო ატეხილი, კვდებაო. დიაგნოზია უმძიმესიო, მითხარით, რა დიაგნოზი იყო. რომელიმე თქვენგანს დიაგნოზი გახსოვთ, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველი, ან არა საფუძველი იყოს?
იცით, რომელიმე დიაგნოზი რატომ არ გახსენდებათ? სულ ,,ფეიკია”. ეს პანიკა დარჩა, ათასი ,,ფეიკი” მოვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ დიაგნოზი რა იყო, ასეთი რამ არ დადებულა – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.