მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და დარჩენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“112 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად. რა ბანძი ერი გამოვდექით,საამაყო მხოლოდ წარსულის გმირები დაგვრჩა და მალე მათაც წაშლიან მეხსიერებიდან.თანამედროვე ქართველზე ფარჩაკი იცით ვინმე?დამამშვიდეთ.პ.ს.ერთეულები ეხლაც არსებობენ,მაგრამ სრულ სურათს ვერ ცვლიან”, – წერს კალატოზიშვილი.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს ათასობით რუსი მოაწყდა. რუსეთის მოქალაქეების მეორე ნაკადი ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ შემოვიდა