ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი. ჩვენ მიუხედავად ამ ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა, ეუთოს/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე პირადად მე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ის რომ ის რეკომენდაციები, რაც არის ეუთო/ოდირის, არც ერთი ჰქონიათ შესრულებული და დროულად შეასრულონ
ასე გამოეხმაურა “ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ში სენატის არჩევნებს, სადაც ერთ-ერთ შტატში გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო.